გიორგი ანწუხელიძის ცოლი: 16 წლის შემდეგაც იგივე განცდებია, იმავენაირად გვტკივა, როგორც მაშინ

16 წლის შემდეგ განცდები იგივეა, არსად არ წასულა და ისევ იმავენაირად გვტკივა, როგორც მაშინ გვტკიოდა. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ახლდება ყოველ აგვისტოს ეს დღეები და გიორგი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს - საქართველოს ნიშნავს, მტერზე გამარჯვებას ნიშნავს და ყველაფერს ნიშნავს. [...] თავიდან კადრები გამოჩნდა წამების და შემდეგ უკვე გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. ჩემთვის აღარანაირი აზრი აღარ აქვს არაფერს, გიორგი წავიდა ომში და აღარ დაბრუნდა და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს არაფერს, ის არ არის ჩვენს გვერდით და კითხვებს რაღა აზრი აქვს.

თქვა 2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა მაკა ჩიკვილაძემ ფორმულასთან საუბრისას.