ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედდა.
როგორც ცნობილია, ისრაელმა იმ მძევლების სრული სია მიიღო, რომლებიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებენ, რადგან ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისთვის, ჰამასმა თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა, ხოლო მიზეზად ტექნიკური სირთულეები დაასახელა.
ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე ამოქმედდა, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან.