ღარიბაშვილის ქონება და ეჭვები კორუფციაზე

ღარიბაშვილის ქონება და ეჭვები კორუფციაზე

ღარიბაშვილი ცდილობს, მთავარ სპონსორად ისევ მამა წარმოაჩინოს. კორუფციულ სკანდალებში გახვეულ პრემიერმინისტრს ასიათასობით ლარი მშობლის გავლით მისდის. ამჯერად ლაპარაკია 180 ათას ლარზე, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეს ტარიელ ღარიბაშვილმა აჩუქა.

ღარიბაშვილმა საზოგადოება ჯერ იმაშიც ვერ დაარწმუნა, რომ ათიათასობით ლარი ჩარტერში სწორედ მამამ გადაუხადა. არ ჩანს ამის დამადასტურებელი საბუთები. მიუხედავად სოლიდური თანხის მიღებისა, დეკლარაციაშიც კი ვერ ბალანსდება პრემიერის გასავალი. ხარჯები მაინც აჭარბებს აჭარბებს შემოსავალს, რაც კორუფციაზე ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.