ღარიბაშვილი: წელს იქნება მაღალი დონის არტისტების ბუმი

ბლექ სი არენას მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება.

განმარტების სახით მინდა გითხრათ, რომ საუბარი იყო, თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ აქედან შემოსავალს ველოდებით, როგორც პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ შემოსავლებს ველოდებით, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი.

ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი.

თქვა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.