ასეა ცნობილი, ყველამ იცის, რომ დაახლოებით, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ახლა მაგაზე უნდა ვიდაოთ? რა მნიშვნელობა აქვს? 100 000 რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? ციფრებზე რატომ მედავებით?
უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს.
მოსახლეობის 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.