ღარიბაშვილი: 100 ევროდ რომ გადაადგილდებით ევროპაში, ივანიშვილის და ოცნების დამსახურებაა

ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ, მეგობრებო - ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.