ღამით ოკუპანტები მიკოლაევს დაესხნენ თავს. შედეგად, 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაღუპულები.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის და მიკოლაევის მერის ალექსანდრ სენკევიჩის ცნობით, შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია.
ამ დროისთვის უცნობია დაღუპულთა რაოდენობა
"ერთ-ერთ მისამართზე არის უზარმაზარი კრატერი 3-სართულიან საცხოვრებელ შენობასთან ახლოს. ცეცხლი ძალიან სერიოზულია. გარშემო ბევრი დაზიანებული სახლია.
სხვა მისამართზე რამდენიმე ავტოფარეხია ცეცხლშია. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ" - განაცხადა სენკევიჩმა.