შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოძალვისა და თაღლითობის 14 ადამიანია დაკავებული. კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებები გაგრძელდება.
"დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. ასევე, გაგრძელდება დაკავებები. ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომლებიც მართავდნენ ხუთივე კლუბს. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს"- თქვა კუპატაძემ.
გვიან ღამით რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.