გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. არჩევნებს რუსეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ დარღვევად მიიჩნევს.
"ე.წ. არჩევნები რუსეთში არც თავისუფალია და არც სამართლიანი, შედეგი არავის გააკვირვებს. პუტინის მმართველობა ავტორიტარულია, ის ეყრდნობა ცენზურას, რეპრესიებსა და ძალადობას. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები ბათილად ითვლება და საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგი დარღვევაა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი.
პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო. ჯერჯერობით დათვლილია ოლქების მეოთხედი.