გერმანიის საელჩო: მათი დევნა, ვინც ძირითად უფლებებს იცავს, აზიანებს დემოკრატიას საქართველოში

გერმანიის საელჩო: მათი დევნა, ვინც ძირითად უფლებებს იცავს, აზიანებს დემოკრატიას საქართველოში

გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, არის თუ დაცული არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები.

საელჩოში აცხადებენ, რომ იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში.

"გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით.

ამასთან განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში"- ნათქვამია განცხადებაში.