გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის კანცლერად კონსერვატორი ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს.

ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე მან აუცილებელ 316 ხმაზე მეტი - 325 მოიპოვა, ხოლო მის წინააღმდეგ - 289-მ მისცა ხმა.

ფრიდრიხ მერცის კანცლერის თანამდებობაზე ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის ორი ტური გაიმართა. პირველ ტურში მან ვერ მოაგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა, რის შემდეგაც, დღესვე ჩაინიშნა მეორე ტური.

პირველი ტურის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერისთვის, რომელმაც ორიოდე თვის წინ ფედერალურ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და ცენტრმემარცხენულ პარტიებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაც მოაგროვა.