გერმანიაში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაქურდალ ნივთებს დაკავებულები საქართველოსა და იტალიაში აგზავნიდნენ. სპეცოპერაცია გერმანიის 3 ქალაქში - ბადენ-ვიურტემბერგში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა. პოლიციამ ჩხრეკა 6 სხვადასხვა ობიექტზე ჩაატარა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა, ორმა კაცმა და ერთმა ქალმა, რომელთა ასაკიც 27-დან 54-წლამდე მერყეობს, გერმანიაში დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, რათა მოპარული ნივთები სხვა ქართველებისგანაც მათ მიეღოთ და შემდეგ იტალიასა და საქართველოში გაეგზავნათ.

რეიდები ჩატარდა 2 საცხოვრებელ სახლში, 3 საწყობში და კიდევ ერთ ობიექტზე ჩატარდა. პოლიციამ სხვადასხვა მტკიცებულებები ამოიღო. სპეცოპერაციაში 200-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

გამოძიება საქმეზე 2022 წლის თებერვალში, ბავარიაში დაიწყო. დაკავებულები ბრალდებულნი არიან ქურდობასა და ძარცვაში ბავარიის მხარის ტერიტორიაზე. გამოძიების ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 54 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ერთ-ერთი ქართული საფოსტო კომპანიის კონტრაქტორია.

გამოძიების მიხედვით, კაცი პასუხისმგებელი იყო ამანათების გერმანიიდან საქართველოში გაგზავნაზე. 2023 წლის მარტიდან ის აწვდიდა ნაძარცვ ნივთებს საქართველოში დაქირავებული სატვირთო მანქანით. მოპარულ ნივთებშია ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა სახის ელექტრონიკა, ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები და კოსმეტიკა.