Reuters: უკრაინაში მშვიდობის წასახალისებლად აშშ რუსეთს ენერგეტიკულ შეთანხმებებს სთავაზობდა

Reuters: უკრაინაში მშვიდობის წასახალისებლად აშშ რუსეთს ენერგეტიკულ შეთანხმებებს სთავაზობდა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა აგვისტოში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად ენერგეტიკული გარიგებების შესაძლებლობაც განიხილეს, რომელიც კრემლისთვის უკრაინაში მშვიდობაზე დათანხმების წახალისებასა და ვაშინგტონის მხრიდან სანქციების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

სამი წყაროს ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს Exxon Mobil-ის რუსული ნავთობისა და გაზის პროექტ „სახალინ-1“-ში დაბრუნების შესაძლებლობა.

მოლაპარაკებები ამ თვის დასაწყისში აშშ-ის სპეციალური დესპანის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დროს გაიმართა, როდესაც ის ვლადიმირ პუტინსა და მის საინვესტიციო წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდა. თემები ასევე განხილული იყო თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.