გერმანიაში 53 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში 53 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში 53 წლის კაცი დააკავეს.

მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ კაცი იმიგრაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა.

მისი მობილური ტელეფონების ჩხრეკისას პოლიციელებმა ბავშვთა პორნოგრაფია ფოტოებისა და ვიდეოების სახით აღმოაჩინეს.

ოფენბურგის პროკურატურის მოთხოვნით, იგი კვირას ოფენბურგის რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარდგა.