გერმანიას საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის პრობლემებზე მოლაპარაკებები აქვს

გერმანიას საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის პრობლემებზე მოლაპარაკებები აქვს

გერმანიის მთავრობა "საიმიგრაციო პარტნიორობასთან" დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიიდან არალეგალური მიგრანტების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას უზრუნველყოფს.

როგორც DW წერს, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისი განცხადებით, ამჟამად საუბარია ექვს ქვეყანაზე - საქართველო, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ "საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭებაზე უარყოფილი განაცხადების ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის". ამგვარად, 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებიდან შევიდა 7405 განცხადება, მოლდოვიდან - 2124.

მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.