გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას 400 მილიონი ევროთი ზრდის

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას 400 მილიონი ევროთი ზრდის

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის შტეფენ გებერშტრაიტის განცხადებით, პარლამენტი უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.

"ეს მისცემთ შესაძლებლობას შეიძინონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკები, უპილოტო საფრენები, საბრძოლო მასალა და ნაწილები, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს", - თქვა გებერშტრაიტმა.

ის რომ გერმანიას უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფა სურს, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა ახლა მიიღო.

გერმანიის მთავრობა ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის დახმარების შემცირება სურს.