გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ისაუბრა.
ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს და Gepard-ის საზენიტო იარაღს, საარტილერიო სისტემებს, 230 ათასზე მეტ ჭურვს. ასევე, 80-ზე მეტ Leopard-ს, 1 A5 ტიპის ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანმანქანებს, განაღმისთვის საჭირო სისტემებს, დრონებსა და სხვა.
გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია 10 ათასი უკრაინელი სამხედროს გადამზადებას გეგმავს.