გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ურყევი მხარდაჭერისთვის", - ამბობენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პაკეტში შედის 14 000 საბრძოლო ვაზნა, 26 დრონი და 100-ზე მეტი იარაღი, მათ შორის, RIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.