ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.

"მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოები, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არ შეგეშინდეთ. ძალა არის ქართველ ხალხში. არ შეგეშინდეთ არაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა.

ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე 1 ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება - თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, შეგიძლია დაამარცხოთ ეს რეჟიმი", - თქვა მან დაკავებისას.

სუს-ის თანამშრომლებმა ფორმულას ეზოდან გაიყვანეს მურთაზ ზოდელავაც. თუმცა, უცნობია, დაკავებულია თუ არა ისიც.