
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც.
"ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - განაცხადეს სუს-ში.
ზოდელავა დაკავებამდე ამბობდა, რომ ხაბეიშვილის და მისი ტელეფონიც წაართვეს. ამის შემდეგ ის სუს-ის მანქანაში ჩაჯდა და ამბობდა, რომ არ გადავიდოდა, სანამ ტელეფონს არ დაუბრუნედნენ.