გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 140 ოკუპანტი მოკლეს

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 140 ოკუპანტი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 1 140 რუსი ოკუპანტი მოკლეს. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე განადგურებულია 29 საარტილერიო სისტემა, 27 ტანკი და 11 საბრძოლო ჯავშან მანქანა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 316 760 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული.