უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის სამი ქალაქი, ბახმუტი, მარინკა და ავდეევკა რუსი ოკუპანტების თავდასხმის ქვეშაა.
"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. დღის განმავლობაში, თითოეული ჯარისკაცის გამბედაობის წყალობით, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს.
ბახმუტის მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას, ცდილობს ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ აიყვანოს. იქ სასტიკი ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბოგდანოვკას დასახლების აღმოსავლეთით და ხრომოვოს მახლობლად. თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორზე მტრის 20-მდე შეტევა მოიგერიეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსეთის ფედერაციას უპირატესობა აქვს არტილერიაში და ანაზღაურებს შეტევითი პოტენციალის დაკარგვას. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ავდეევკას შემდეგ, რუსების მომდევნო სამიზნე შესაძლოა კურახოვო იყოს.