გენერალი ბაკერი: მიზანი მიღწეულია და ირანი ოპერაციის გაგრძელებას არ გეგმავს

გენერალი ბაკერი: მიზანი მიღწეულია და ირანი ოპერაციის გაგრძელებას არ გეგმავს

ირანის გენერალური შტაბის მეთაურის, მუჰამედ ბაკერის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია.

მისი თქმით, მიზანი მიღწეულია და ოფიციალური თეირანი ოპერაციის გაგრძელებას არ გეგმავს.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.