მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი ისევ დაკეტილია.
სამონასტროს კომპლექსი ვიზიტორებისთვის დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა ადგილზე მისულ მომლოცველებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
27 ივნისს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტებოდა. მიზეზი ის იყო, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან ფაზაში გადადიოდა.