გელათის მონასტრის ტაძრებში ისევ წყალი ჩავიდა. ეს დროებითი კონსტრუქციის პირობებში უკვე მესამედ ხდება. ამჯერად ნალექმა ჩააღწია ტაძრის იმ შესასვლელში, სადაც უძველესი, მეთორმეტე საუკუნის ფერწერაა. მომხდარს გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტი არასტანდარტულად უხვ ნალექს უკავშირებს.