
მეგობარი აქტი სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული ლელო - ძლიერი საქართველოს ვიზიტიც, რომლის განმავლობაში გავმართეთ ოცზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა.
უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ მეგობარი აქტის აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ და გავიღებთ აგრეთვე შემდეგი თვეების განმავლობაში.
გასულ კვირაში ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სწორედ ამას ემსახურებოდა რომ მეგობარი აქტის მიღება იქნას დაჩქარებული, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად და ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების მისაღწევად.
სწორედ ეს ორი მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ, უპირობოდ გათავისუფლება, წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის მთავარ სამუშაო დღის წესრიგს და სტრატეგიულ ხაზს.
თქვა ბრიფინგზე ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.