გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომდევნო რამდენიმე საათში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში ელჭექისა და სეტყვის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ამასთანავე, განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ძლიერმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონის მატება და ზოგიერთ მთიან ზონაში მეწყრული პროცესები განავითაროს.
"უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.