გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გურიაში საფრთხის დონემ სტიქიის პირველ დღესთან შედარებით იკლო.
"მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე, გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
8 სექტემბერს, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდინარეების კალაპოტები, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს.