გარდაბანში ბიზნესმენის მანქანა დაწვეს – დაზარალებული მომხდარს რეკეტს უკავშირებს

გარდაბანში ბიზნესმენის მანქანა დაწვეს – დაზარალებული მომხდარს რეკეტს უკავშირებს

გარდაბანში ბიზნესმენის ავტომობილი დაწვეს. ალაზირ ირზაევის მანქანას გვიან ღამით, მის საცხოვრებელ ეზოში ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას TV პირველი ავრცელებს.

დაზარალებული მომხდარს რეკეტს უკავშირებს. მისი თქმით, თავდასხმის უკან კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი დგას, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, არჩევნების დროს ოცნებისთვის ხმების მობილიზებაში მონაწილეობდა.

ადგილობრივების თქმით, მამედოვი მათგან რეგულარულად ითხოვს ფულს, ატერორებს და ემუქრება. მათივე მტკიცებით, პოლიციას აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქვს, მაგრამ შესაბამისი ზომები არ მიღებულა.

შემთხვევის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.