"განვიხილეთ სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეზობლებთან" - ზელენსკი შმიჰალს შეხვდა

"განვიხილეთ სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეზობლებთან" - ზელენსკი შმიჰალს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერმინისტრ დენის შმიჰალს შეხვდა. მისი თქმით, მათ შეხვედრისას ევროპელ მეზობლებთან სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ეხებოდა მოლაპარაკებებს პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩვენს პრემიერმინისტრ დენის შმიჰალთან, სადაც განვიხილეთ სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეზობლებთან. ვისაუბრეთ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შესახებ პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან.

გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს. საკითხი ეხება რეგიონში ლიდერობის მიღწევას და გავლენებს მსოფლიო პოლიტიკაზე. მე მადლობელი ვარ ჩვენი თითოეული მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისა და მათი ლიდერების, ვინც პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენს სასარგებლოდ. უკრაინა მზად არის იმ გრძელი და რთული გზისთვის, რომლის გავლაც მოუწევს ევროპასთან მოსალაპარაკებლად", - თქვა ზელენსკიმ.