"განვაგრძობთ თქვენი დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, წინ, საქართველო!" - EU-ს წარმომადგენლობა

"განვაგრძობთ თქვენი დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, წინ, საქართველო!" - EU-ს წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!", - წერია განცხადებაში.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.