ტრამპი: ვფიქრობ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ტრამპი: ვფიქრობ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ განხილვის თემა იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მან თქვა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღწეული.

"ვფიქრობ, დღეს თითქმის ყველაფერზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდება. კერძოდ, მან თქვა, რომ ალასკის სამიტზე პუტინმა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" გადადგა და თქვა, რომ თანახმაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიეცეს.

კერძოდ, მან თქვა: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება".

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, განხილული იქნება რუსეთთან "ტერიტორიების გაცვლის" საკითხი.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ შედგება სამმხრივი შეხვედრა მას, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესი კარგად ჩაივლის, ის შეეცდება ვლადიმერ პუტინთან სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდეს.

დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ აქვს დაგეგმილი.