გახარიას გამოკითხვა პროკურატურაში - მტკიცებულებების განადგურების საფრთხე

გახარიას გამოკითხვა პროკურატურაში - მტკიცებულებების განადგურების საფრთხე

გიორგი გახარია პრესკონფერენციისთვის ემზადება. პარტია საქართველოსთვის ლიდერი, ხვალ დეტალურად მოყვება, რა მოხდა ბათუმში მასზე თავდასხმის დროს. მანამდე კი, დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა.

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში უსვამდნენ. გიორგი გახარიას თავს შერატონში დაესხნენ. სასტუმრო მწვავე კრიტიკის ობიექტია, მას რეჟიმთან თანამშრომლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებენ. ლაპარაკია კადრებზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ასახავს რა უძღოდა წინ გახარიაზე თავდასხმას, რა ვითარებაში გაუსწორდნენ მას და როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ.