
უნდა გვახსოვდეს, რომ ის პროცესები, რომელიც დღეს გლობალურად ევროკავშირში ხდება, ის, რომ საქართველო ამ პროცესების ნაწილი არ არის, ამ პროცესებში ჩართული არ არის, ეს უზარმაზარ რისკებს გვიქმნის და ამასთან ერთად უზარმაზარ შესაძლებლობებს უკლავს ქვეყანას მომავალში.
ვინმეს თუ უნდა, ქვეყანაში გრძელვადიან, სამართლიან მშვიდობაზე ისაუბროს, უნდა ესმოდეს, რომ პროცესების ნაწილი უნდა ვიყოთ. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაღაც აბსოლუტურად ილუზიურ, პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს.
მე დიდი ხანია ვამბობდი, რომ ოცნება არის ჰიბრიდულ ომში თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ახალი არქიტექტურა ევროკავშირის უსაფრთხოების, რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება, ჩვენ თუ ამ არქიტექტურის უსაფრთხოების სარგებელი ვერ გავავრცელეთ საქართველოზე, გამოდის, რომ ის ფასი, რომელიც ამ ქვეყანამ გადაიხადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის დროს, ეს ყველაფერი წყალს გატანებული გამოდის.
თქვა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გადაცემაში დროება.