
გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ შსს-სა და სუს-ის კატეგორიული უარის მიუხედავად, პარლამენტის ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ, აიღო პასუხისმგებლობა გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაზე.
"როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი, არ მახსოვს ზუსტად. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი.
ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ.
ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც მასპინძლობა გაუწია მას. ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?
ამის შემდგომ, იქამდე იყო შეთანხმება მისული, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო ღონისძიება და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო.
მაგრამ მაინც, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მერე თქვეს, რომ მას ჰყავდა მოადგილე, პრეზიდენტი იყო ეს კაცი , რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციის. ამის შემდგომ, მოხდა ის, რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ.
აი ეს იყო სიმართლე და რეალობა და არავინ, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე, და შემდგომ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო, ვერავის ვერ დავურეკავდი და ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტიპი, რომლის მოძებნაც მაშინ გვინდოდა, ხაზზე ვერ ვიპოვეთ",- თქვა მან