გახარია: გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არაა - პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!

რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის! ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა! თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!

წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ორი დღეა პოლიცია თბილისსა და ბათუმში მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებს. დღეს დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.