პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ლელო - საქართველოსთვის ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხედრაზე პარტიის პოზიცია დააფიქსირა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ საბოლოო პოზიციების შესათანხმებლად კიდევ ერთი დღე ითხოვა.
"რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა ეს საუბარი შედგა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ საიდუმლო არაფერია. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები.
ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ეს არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს ქალბატონ პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.
მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენი პირადი და რა თქმა უნდა, პარტიული ინტერესების", - თქვა გახარიამ.
ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მან თქვა, რომ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკება არ დაუსრულებია. მისი თქმით, "არის საკითხები, რაზეც უნდა ისაუბრონ".
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია.