"გაიფიცე საქართველოსთვის" - ხვალ 15:00 საათიდან პარლამენტთან აქცია დაანონსდა

"გაიფიცე საქართველოსთვის" - ხვალ 15:00 საათიდან პარლამენტთან აქცია დაანონსდა

"გაიფიცე საქართველოსთვის" - ხვალ 15:00 საათიდან პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორია დაფიონი.

"ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს. 21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით. ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ. უნდა ვიბრძოლოთ უწყვეტად მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ"- ნათქვამია განცხადებაში.