გაერო-ს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა

გაერო-ს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში გაეროს მისია ჩავიდა. ბოლოს გაერო-ს მისია ყარაბაღში დაახლოებით 30 წლის წინ იყო.

მისია აზერბაიჯანში დღეს დილით ჩავიდა და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენაა. თავად გაეროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანმა მისიის წარმომადგენლების ავტომობილების გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალები გაავრცელა.

მთიანი ყარაბაღი ბოლო მონაცემებით 100 000-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.

***

ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.