ევროპის საბჭომ რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო

ევროპის საბჭომ რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღეს დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი ერთგულება სამართლიანობისა და რეკონსტრუქციის გზაზე, აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის დაწყებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპის საბჭოში აცხადებენ, რომ ყოველწლიურ შეხვედრაზე მინისტრებმა გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დაავალეს ევროსაბჭოს ფარგლებში აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა, უკრაინასთან შეთანხმების საშუალებით.