
ახალგაზრდა აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ევროპის მოედანზე მოხდა.
ცნობილია, რომ სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რა დროსაც, დათა ქაშიაშვილის თქმით, მათ 7 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.
მისივე თქმით, 2 ადამიანს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს იგორ ნარმანიას და 15 წლის ბიჭს თავი აქვთ გატეხილი.
თავდამსხმელებს სავარაუდოდ, ბლაგვი საგნები ეჭირათ ხელში.