ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.
1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კონსენსუსს მიაღწიეს.