სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ახლანდელი მმართველები წინააღმდეგობას უქმნიან ევროკავშირს, რომ დაეხმაროს ხალხს. გვინდა, მეტი გავაკეთოთ ხალხების დაახლოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს შესაძლებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გაუძღვებიან პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სანდო, ნამდვილად პატივს სცემენ ვალდებულებებს. ფული, რომლებსაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები აკეთებენ, არასდროს უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავასანქციროთ ოლიგარქები, რომლებმაც დააგროვეს ფული რუსეთთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც არის აგრესორი და შეიჭრა უკრაინაში. პირები, რომლებმაც იშოვეს ფული კორუფციის, ფულის გათეთრების, რუსეთთან კავშირის საშუალებით და პირები, ვინც იყენებენ ამ ფულს სახელმწიფოს მიტაცების, მედიისა და პოლიტიკოსების მიტაცებისა და კონტროლისთვის უნდა დასანქცირდნენ ევროკავშირის მხრიდან, რადგან სახიფათო არიან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა.