
ევროპის წამყვანი ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი გაყინული რუსული აქტივის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ, რაც უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილად მიიჩნევა, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ აქტივების სრულად ჩამორთმევას, ახლა დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ახალ მიდგომებს განიხილავენ. ერთ-ერთი წინადადების მიხედვით, აქტივები შესაძლოა ჩამოერთვას რუსეთს, თუ მოსკოვი მომავალში დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმებას.
ამ დროისთვის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის G7-ის მიერ გაცემული სესხების დაფარვას ხმარდება, თუმცა უშუალოდ აქტივებს ჯერ არ შეხებიან.
"გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები საკითხზე კონსულტაციებს მართავენ, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ლონდონი დამატებით ვარიანტებს სწავლობს.
რუსული აქტივების შესაძლო ჩამორთმევის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ფონზე", - წერს გამოცემა.