ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდიან დახმარებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდიან დახმარებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს.

"ევროკავშირის 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე შეთანხმდა. ეს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რაც დევს სასწორზე", - წერს მიშელი.

მომხდარს გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლა.

"ჩვენ ვალში ვართ უკრაინელი ხალხის წინაშე. ვალში ვართ ასევე, ევროპელი ხალხის წინაშეც, რადგან, უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაცაა", - წერს მეცოლა.