ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა

ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა

ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების წინადადება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში გააცნო, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად იმყოფებოდა.

"ევროპისთვის აუცილებელი 30 კრიტიკული ნედლეულიდან 21-ის მიწოდება უკრაინას შეუძლია, და ეს შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებს მოემსახურება. ჩვენი შეთავაზების მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის სამართლიანი და ურთიერთსარგებლიანია", – განაცხადა სეჟურნემ.