
ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.
როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.