ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-16 პაკეტზე შეთანხმდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავისთვის შემუშავდა.

მე-16 პაკეტი მოიცავს ალუმინის იმპორტის აკრძალვას, ასევე სანქციები დაუწესდება 13 ბანკს და ფართოვდება იმ ინდივიდებისა და კომპანიების სია, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან.

პაკეტს მხარი დაუჭირა 27-მა ქვეყანამ. როგორც ცნობილია, ფორმალურად სანქციების ახალ პაკეტს მომდევნო ორშაბათს დაამტკიცებენ, როდესაც ევროკავშირის საგარეო მინისტები ბრიუსელში შეიკრიბებიან.