ევრიმაჟსა და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ამ თანამდებობაზე კონკურსი 2023 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა.
მიმდინარე წლის ივლისამდე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი რეჟისორი ნინო კირთაძე იყო. მან კინოცენრთან თანამშრომლობა კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე გაწყვიტა.