ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაკნას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანი, ალექსელ ნავალნი მოკლა, რაზეც ევროპის მკაფიო პასუხი უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს.
"პუტინი მკვლელია. მან მოკლა ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის იბრძოდა. სწორედ ესაა მიზეზი, რატომ უნდა გავაგრძელოთ გზა. ბოლო დღეებში ყველა მეკითხებოდა, როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი. ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება, თუ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ უკრაინას.
ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მას სამხედრო კუთხით, პოლიტიკურად, უნდა გადავცეთ დაპირებული იარაღი. ისინი იბრძვიან ზუსტად იმ ღირებულებების დასაცავად, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა ნავალნი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო ამისთვის", - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ევროკავშირი ნავალნის დაღუპვის გამო სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავებას განიხილავს. ამ საკითხზე მინისტერიალზე იმსჯელებენ. მინისტერიალს ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დაესწრება.